გერმანია: +49 921 788979-20 / საქართველო: +955 599 578 680 ან +995 32 2365156

კომპანიის ძიება


Grow Georgia

GrowGeorgia დამოუკიდებელი ბიზნეს-პორტალია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნესის ყველა მიმართულებით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

GrowGeorgia პირველი ქართული საინვესტიციო ბიზნეს-პორტალია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიების ინვესტორებთან დასაკავშირებლად და სხვადასხვა ტიპის ბიზნეს გარიგებების საწარმოებლად. GrowGeorgia ახალი საშუალებაა საქართველოში აღნიშნული ოპერაციების შესასრულებლად.

 

ინვესტიციით დაინტერესებულ პირებს GrowGeorgia-ს ვებგვერდზე შეუძლიათ ნახონ:

  • ქართული კომპანიების წინადადებები კომპანიის სრული ან ნაწილობრივი გაყიდვის შესახებ
  • ქართული კომპანიების წინადადებები უცხოურ კომპანიებთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ
  • ქართული კომპანიების წინადადებები კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ

თუ ქართული კომპანიის მფლობელი ხართ და გსურთ ბიზნესის ან მისი წილის ინვესტორისათვის მიყიდვა, კომპანიაში კაპიტალის მოზიდვა და მისი გაზრდა ან სტრატეგიული პარტნიორების მოძებნა, შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი საინვესტიციო განცხადება Growgeorgia-ს ბიზნეს-პორტალზე.

თუ თქვენ ქართველი ან უცხოელი ინვესტორი ხართ და საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით და საინვესტიციო პროექტების განხორციელებით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ Growgeorgia-ს ბიზნეს-პორტალის მონაცემთა ბაზაში მონახოთ თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები.

ამას გარდა, თქვენ, როგორც ინვესტორს, Growgeorgia ვებ გვერდზე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი განაცხადი, რომელიც საქართველოში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ან სტრატეგიული პარტნიორის მოძებნას ისახავს მიზნად.

GrowGeorgia წარმოადგენს ქართული კომპანია “ი-ემ-სი” (EMC- შეფასებისა და მენეჯმენტის კონსალტინგი) და გერმანული კომპანია SCS-ის ერთობლივ ბრენდს. იგი გათვლილია ქართულ და საერთაშორისო კომპანიებზე, საინვესტიციო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებზე.

SCS გერმანიაში 10 წლის წინ დაფუძნდა და ამ პერიოდის მანძილზე კომპანიების შერწყმა- შესყიდვის და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში დიდი გამოცდილება დააგროვა. საქართველოში, SCS ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებს პარტნიორი ქართულ კომპანია “ი-ემ-სი” (EMC), რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციების, პროგრამების, პროექტების შეფასებისა და მენეჯმენტის სფეროში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოქმედ ლიდერ კომპანიას. GrowGeorgia-ს საშუალებით პარტნიორი კომპანიები EMC-SCS ინვესტიციების მაძიებელ ქართულ კომპანიებსა და უცხოელ ინვესტორებს გთავაზობთ სპეციალურ მომსახურეობას და ეთმანეთთან დაკავშირებას.

კომპანიათა სრულად ან ნაწილობრივ შესყიდვა, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება და სხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელება

თუ თქვენ ხართ უცხოური ან ქართული კომპანია და საქართველოში მოქმედი კომპანიის სრულად ან ნაწილობრივ შეძენით, სტრატეგიული პარტნიორის მოძებნით ან საქართველოში ინვესტიციის განხორცილებით ხართ დაინტერესებული,

თუ ეძებთ ქართული კომპანიების განაცხადებს უცხოელი ინვესტორის ან პარტნიორის ძიების შესახებ, კომპანიის მთლიანად ან ნაწილობრივ შეძენის მიზნით,

ან თუ საკუთარი ბიზნესის შესახებ გსურთ განაცხადის გამოქვეყნება,

ამ ყველაფერს სწორედ ჩვენი ბიზნეს-პორტალის დახმარებით შეძლებთ.

მოძებნეთ ჩვენს მონაცემთა ბაზაში არსებული ქართული კომპანიების განცხადებები კომპანიათა სრული ან წილობრივი გაყიდვის, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის შესახებ ან განათავსეთ საკუთარი განაცხადი იმის შესახებ, თუ რა ტიპის ბიზნესის შესყიდვით, საინვესტიციო პროექტის განხორციელებით ან კაპიტალდაბანდებით ხართ დაინტერესებული.

ვრცლად...

კომპანიის გაყიდვა, გაფართოება, სტრატეგიული პარტნიორის მოძიება

გსურთ თქვენი კომპანიის მთლიანად ან წილობრივად გაყიდვა, გაფართოება, სტრატეგიული პარტნიორების მოძიება? საერთაშორისო მასშტაბით კავშირების დამყარებისა და სტრატეგიული პარტნიორობების მოსაძიებლად, კომპანიასთან დაკავშირებული გარიგებებისა და ინვესტიციების წარმოებისთვის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს GrowGeorgia-ს ვებპორტალი და EMC- SCS ხელთ არსებული უცხოელ ინვესტორთა მზარდი და მოცულობითი მონაცემთა ბაზა.

ისარგებლეთ GrowGeorgia-ს სერვისით და განათავსეთ ბიზნეს-გარიგებასთან დაკავშირებული საინვესტიციო განაცხადი. ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია თუ რა დოკუმენტების განთავსებაა საჭირო (და შესაძლებელი) GrowGeorgia-ს ვებგვერდზე. იქვე გაეცანით საჭირო დოკუმენტების საიტზე განთავსების წესს.

ვრცლად...

  • ინვესტიციის მაძიებელთა განაცხადები

  • ინვესტორთა განაცხადები